იტვირთება...
1 ხელშეკრულების მხარეები
ხელშეკრულება იდება საფოსტო-გადამზიდ კომპანია შპს ,,Geo express“-ს (ს/ნ 404411622) (გადამზიდი ან კომპანია) და მომხმარებელს შორის. (შემდეგში - შემკვეთი, მყიდველი) მომხმარებელი შესაძლებელია, იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს Geo express “-ს მომსახურებით.
მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება www.linex.ge ვებ-გვერდზე. მომსახურების პირობები საჯაროა. საფოსტო გადამზიდი კომპანია – ,,ლინექსის“ მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.
2 ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონა და გადახდა.
2.1
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორი კომპანიის მიერ ჩინეთსა თურქეთში არსებული საწყობიდან შემკვეთის მიერ შესყიდული ამანათების საქართველოში ტრანსპორტირება.
2.2 ამანათების ტრანსპორტირება სრულად ხორციელდება „შემკვეთის“ ხარჯით.
3 მომხმარებელი ვალდებულია
3.1
ნივთის ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხორციელდება ამანათის საწყობში მიტანის შემდეგ, მისი რეალური წონის განსაზღვრით.
3.2
ნივთის ტრანსპორტირების საფასურს შეადგენს 1 კგ-ზე 3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
3.3
ამანათის წონის დამრგვალება ხორციელდება 100 გრამის სიზუსტით.
3.4
მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო წესით, www.linex.ge ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით, არაუგვიანეს ამანათის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 კალენდარული დღისა.
3.5
ნივთის ჩამოსვლის შემდეგ, ამანათის საწყობიდან გატანა ვერ განხორციელდება მანამ, სანამ მომხმარებლის მიერ სრულად არ დაიფარება ტრანსპორტირების ხარჯები.
4 მომხმარებელი ვალდებულია
4.1
ექსპედიტორი კომპანიის მოთხოვნით, დროულად მიაწოდოს მას ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ყველა საჭირო დოკუმენტი ან/და ცნობა, რაც ამანათის ტრანსპორტირებისას მოითხოვება. აგრეთვე, დროულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია/ცნობა, რაც ტვირთის საბაჟო პროცედურებს ან ტრანსპორტირების პროცესში განსახორციელებელ მოქმედებებს უკავშირდება. საჭიროების შემთხვევაში, ექსპედიტორის მოთხოვნის შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, წარადგინოს მის მიერ გადამზიდი კომპანიისთვის მიწოდებული ცნობების უტყუარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები.
4.2
საფრთხის შემცველი ტვირთის არსებობისას, მომხმარებელი ვალდებულია გააფრთხილოს ექსპედიტორი ამ საფრთხის სახეობის თაობაზე, მიაწოდოს მას დეტალური ცნობები და მიუთითოს მისი ტრანსპორტირების პერიოდში, უსაფრთხოების ზომებზე.
4.3
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი წინასწარ არ გააფრთხილებს ექსპედიტორს ტვირთის საფრთხის შემცველობის თაობაზე, ექსპედიტორს ენიჭება უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს ის, რისთვისაც მას არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა.
4.4
იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთის მიერ შეძენილი ნივთი არის მსხვრევადი მასალის (შუშა, ტექნიკა, სპეციფიური ნივთები, მყიფე მასალის) ან სითხე და მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალური წესების შესაბამისად, განსაკუთრებული სიფრთხილით, ასეთ, შემთხვევაში, ნივთის გამყიდველის (seller-ის) მიერ ამანათს უნდა დაეკრას შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი (სტიკერი). ასეთი სტიკერის არარსებობის შემთხვევაში, გადამზიდი კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ტრანსპორტირების დროს, ნივთის დაზიანებასა ან/და განადგურებაზე. შემკვეთი ვალდებულია მსხვრევად/თხევად ნივთებზე სელერს მოსთხოვოს მსხვრებადი სტიკერის ნიშნის დაკვრა და გადამზიდ კომპანიას ამგვარი ნივთების თაობაზე მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ნივთის შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით. შემკვეთი ვალდებულია გადამზიდის საიტზე - www.linex.ge ნივთის დეკლარირებისას, მისი სპეციფიკაციები მიუთითოს დეტალურად, ამანათის დაზიანების ან/და განადგურების თავიდან აცილების მიზნით.
4.5
შემკვეთი ვალდებულია ამანათის ოფისიდან გატანამდე გადაამოწმოს მისი შიგთავსი. ნივთის ოფისიდან გატანის შემდეგ, ამანათის დაზიანებისა და ნაკლის/დანაკლისის შესახებ, პრეტენზიები აღარ მიიღება. ამანათის პირველადი შემოწმების შემდეგ, ოფისიდან გატანამდე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მოგვიანებით დაფიქსირებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით, გამოირიცხება ექსპედიტორის ნებისმიერი სახით პასუხისმგებლობა. აღნიშნული ჩანაწერის მოქმედება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მომხმარებელი სარგებლობს საკურიერო მომსახურებით.
4.6
დაზიანებული ან გახსნილი ამანათის მიღების შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია არ ჩაიბაროს ამანათი და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ექსპედიტორს. ამგვარი შეუტყობინებლობის ან/და ამანათის გახსნის შემთხვევაში, ექსპედიტორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას ამანათის ხარისხზე, ნაკლსა თუ დანაკლისზე.
4.7
ამანათის გატანა ხორციელდება პირადი ნომრისა და ვერიფიკაციის კოდის საშუალებით. აღნიშნული გულისხმობის ამანათის გატანისას მომხმარებლის პირად კაბინეტში რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნას. შეტყობინება წარმოადგენს 4 ციფრიან უნიკალურ კოდს, რომლის მეშვეობითაც დგინდება ნივთის გამტანი პირის კავშირი მომხმარებელთან.
5 რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი
5.1
თურქეთის ოფისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ტვირთის ტრანსპორტირება რეგულარულად ხორციელდება კვირაში 3-ჯერ, თუმცა ამანათების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესრულდეს დამატებით კიდევ ერთი რეისი. ტრანსპორტირების დღეს ხდება ყველა იმ ამანათის გამოგზავნა, რომელიც თურქეთის საწყობში ასახულია და ფიქსირდება.
5.2
ტრანსპორტირების დღეს ხდება ყველა იმ ამანათის ტრანსპორტირება, რომელიც თურქეთის საწყობში უკვე მიტანილი და ასახულია. ტვირთის ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს ნივთის გამოგზავნიდან 5-7 კალედარულ დღეს.
5.3
ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა შესაძლებელია www.linex.ge ვებ-გვერდზე პირად კაბინეტში ამანათის ასახვიდან ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს.
5.4
წინამდებარე პუნქტებში დაფიქსირებული განრიგი ფიქსირებულია, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების, (მაგ: რთული მეტეოროლოგიური პირობები) შექმნილი ფორს-მაჟორული მდგომარეობისა და თურქეთში არსებული დასვენების დღეების/დღესასწაულების გათვალისწინებით, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას რეისების განრიგის ცვლილებისა და დაგვიანების შემთხვევაში.
6. ფილიალში ამანათის მიღება
თურქეთიდან ნივთის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ექსპედიტორის მიერ ამანათები ნაწილდება შესაბამის ფილიალებში. მომხმარებლის მიერ ელექტრონულად, კომპანიის მიერ მითითებული საიტის მეშვეობით, სასურველი ფილიალი უნდა მოინიშნოს ნივთის საწყობში ასახვამდე.
6.2 დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების ფილიალებში გადანაწილება არ ხორციელდება და შესაძლებელია განთავსებულ იქნას ტერმინალში, ტრანსპორტირების ღირებულების დადგენამდე.
6.3 დროულად დაუდეკლარირებელი ამანათები შესაძლებელია შეფერხდეს საბაჟო კონტროლისას, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შემკვეთს.
6.4 ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება თურქეთიდან უკვე გამოგზავნილ რეისებზე.
6.5 თუკი 21 კალენდარულ დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის საქართველოს ტერიტორიაზე გადამზიდის საწყობში მისი ამანათის შენახვის ღირებულებას და არ გაიტანს ამანათს, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება კანონისმიერი გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია, გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დაიტოვოს ის საკუთრების უფლებით. გარდა ამისა კომპანია უფლებას იტოვებს არ გასცეს ამანათი, თუ კი მომხმარებელს რამდენიმე ამანათი აქვს და ერთი რომელიმე ამანათის ჩატოვება სურს.
6.6 ამანათი მესამე პირს გადაეცემა ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან/და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.
7 საკურიერო მომსახურება
7.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით. საკურიერო სერვისით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ ეს მომსახურება ელექტრონულ აპლიკაციის ან/და საიტის მეშვეობით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს.
7.2 საკურიერო მომსახურების ღირებულება დგინდება სპეციალური გამომთვლელი კალკულატორით, რომლის ნახვაც შესაძლებელია მომხმარებლის პირად კაბინეტში. ამ სერვისის ღირებულება მომხმარებლის მიერ გადაიხდება ნივთის ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად, გადამზიდის ვებ-გვერდის საშუალებით.
7.3 საკურიერო სერვისი თბილისის მასშტაბით ხორციელდება ყოველდღიურად, ხოლო რეგიონებში განსაზღვრული გრაფიკით, რომელსაც შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ბმულზე. თბილისში ამანათების მიწოდება ხორციელდება საკურიერო სერვისასთვის გადაცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
7.4 კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე, არა უმეტეს 2 ჯერ. მისამართზე გასვლამდე კურიერი უკავშირდება მომხმარებელს. მისამართზე ორი წარუმატებელი მისვლის შემდეგ, ამანათი ბრუნდება ექსპედიტორის ოფისში და მისი ხელახლა გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ მისი დაბრუნებისა და ტრანსპორტირების საფასურის ხელახლა გაგზავნის შემდგომ.
7.5 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე მითითებული მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საკურიერო სერვსისათვის ამანათების გადაცემამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამანათის შეცვლილ მისამართზე მიტანა არ მოხდება.
7.6 შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მისამართის ცვლილება ან ნებისმიერი ინფორმაცია კურიერისთვის უნდა დაფიქსირდეს საიტზე მომხმარებლის პირად კაბინეტში.
7.7 კურიერს ნივთი მიაქვს დაფიქსირებულ მისამართზე, თუმცა არ არის ვალდებული ამანათი აიტანოს სართულებზე.
7.8 ამანათის მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია, წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ სავალდებულოა აღნიშნულმა პირმა წარადგინოს მისი პირადობა და მიაწოდოს კურიერს ინფორმაცია მომხმარებელთან კავშირის შესახებ.
8 განბაჟება
8.1 საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით ნივთის დეკლარირება სავალდებულოა. ნივთთან დაკავშირებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
8.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია კეთილი ნებით სრულიად უსასყიდლოდ გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
8.3 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას გადამზიდ კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება) გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
8.4 იმ ამანათებს, რომელთა იდენტიფიცირება თურქეთში ან საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოხერხდება კომპანიის მიერ, მიენიჭება გაურკვეველი სტატუსი. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითად, თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ აქვს ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები) ამანათი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად.
8.5 დეკლარირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9 პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია
9.1 მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში გადამზიდი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე. აკრძალული პროდუქციის ჩამონათვალი განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
9.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას გადამზიდი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ თურქეთის მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება გადამზიდი კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
10. სხვა შეთანხმებები, პირობები და უსაფრთხოება
10.1 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.linex.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად ამ პირობების მომხმარებლისთვის წარდგენისა და კომპანიის ვებ–გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციის დღიდან.
10.2 გადამზიდი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ჩინეთიდან
თურქეთიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და თურქულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.
10.3 გადამზიდი კომპანია ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რომლებიც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
10.4 გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს, მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესი ჩაიწეროს ან/და შეინახოს ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის, ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა, კომპანიამ გამოიყენოს თავისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
10.5 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
10.6 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. გადამზიდი კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
10.7 გადამზიდი კომპანია უფლებას იტოვებს შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების ხელშეკრულება წინასწარი შეტყობინებით, 10 კალენდარული დღით ადრე. მომხმარებელს აღნიშნულის თაობაზე ეცნობება პირად კაბინეტში მითითებულ მეილზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
10.8 მომხმარებლის სახელის, გვარის, პირადი ნომერის, მეილის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.
10.9 ,,linex.ge “ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანას ახორციელებს კომპანია, რომელსაც არ აქვს ამანათის ჩაბარების სავალდებულო ხელმოწერით დადასტურების სერვისი და შესაბამისად სადავო სიტუაციის წარმოქმნისას, ასეთი კომპანიები ვერ დაადასტურებენ აგენტის საწყობში ტვირთის მიტანას.
10.10 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და გადამზიდი უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.11 მომხმარებლის პირადი ინფორმცია დაცულია. გადამზიდი კომპანია მესამე მხარეს არ გადასცემს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე. მესამე მხარედ არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პირი, რომელიც მოქმედებს გადამზიდის საახელით და ახორციელებს საკურიერო სერვისს.
10.12 ნივთის დაზიანების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში, თუ დადგინდება გადამზიდი კომპანიის ბრალეულობა, კომპანია იღებს ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. რაც შეეხება შეკეთებულ ან გამოყენებულ პროდუქციას, მისი დაზიანების შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას, თუმცა ამგვარი ნივთების დაკარგვისას, სრულად იღებს პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რაც მოიცავს პროდუქციის ღირებულებასა და ტრანსპორტირების ხარჯებს.
10.13 ნივთის დაზიანების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება პროდუქციის ღირებულებით, რაც დაფიქსირებულია მომხმარებლის მიერ დეკლარაციის შევსებისას. ზიანის ასანაზღაურებლად, მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს განცხადება
ანგარიშის ნომრისა და ტრანსპორტირების ხარჯების მითითებით. ზარალის შემთხვევაში თანხა ანაზღაურდება ზარალის დადგენიდან არაუგვიანეს 21 კალენდარული დღის ვადაში.