რამდენი რეისი ხორციელდება კვირაში ჩინეთიდან? 

კვირაში ხორციელდება 2 რეისი - ხუთშაბათსა და კვირას.

რამდენი დღის განმავლობაში ჩამოდის ამანათები? 

ამანათები რეისის წამოსვლიდან 7-10 დღის შუალედში ჩამოდის.

როგორ უნდა გავიგო, რომ ჩემი ამანათი ჩინეთის საწყობში ჩაბარდა?

მეილზე მოგდით შეტყობინება ამანათის ჩინეთის საწყობში ჩაბარების შესახებ.

როგორ მივხვდე, რომ ჩემი ამანათი თბილისის ოფისშია? 

მეილზე მოგდით ინვოისი და დავალიანების დაფარვის შემდგომ, იმავე დღეს შეგიძლიათ ამანათის გატანა.

როგორ არის შესაძლებელი ტრანსპორტირების თანხის (დავალიანების) დაფარვა?   

დავალიანების დაფარვის 2 გზა არსებობს:


ა)  თქვენი პირადი ლინექსის გვერდიდან (ბალანსის შევსება);

ბ)  ინვოისში მოცემულ საქართველოს ბანკის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.

დავალიანების დაფარვის 2 გზა არსებობს:
ა)  თქვენი პირადი ლინექსის გვერდიდან (ბალანსის შევსება);
ბ)  ინვოისში მოცემულ საქართველოს ბანკის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.


 

რა შემთხვევაში ითვლება ამანათის წონა მოცულობით?

მაშინ, როცა ამანათის რეალური და მოცულობითი წონა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ითვლება საშუალო წონა და ამ წონაზე იტვირთება ინვოისი. (მაგ; რეალური წონა - 10კგ; მოცულობითი - 16კგ; ინვოისი აიტვირთება 13 კგ-ზე);

რა ვადაში ისახება ჩინეთის საწყობში ჩაბარებული ამანათები ლინექსის გვერდზე?

2 დღის ვადაში.

რა არის საჭირო საბაჟო პროცედურებისთვის?

ჩვენთან საბაჟო დეკლარაციის დამზადება უფასოა, უბრალოდ თქვენ უნდა გადმოგვიგზავნოთ მეილზე ამანათის ინვოისი.

როგორ მოვიქცე, თუ 2 დღის განმავლობაში არ ამესახება ამანათი ლინექსზე?

შეგიძლიათ, დაგვირეკოთ ოფისში ან მოგვწეროთ მეილსა და სოციალურ ქსელში ამანათის თრექინგ კოდი (WAYBILL NUMBER) და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ამანათის ადგილმდებარეობის დადგენაში.


 

ბათუმის ოფისში ამანათების გაგზავნას რამდენი ხანი სჭირდება?

 კვირაში ხორციელდება 2 რეისი - ხუთშაბათსა და კვირას.