Linex

                           ჩინეთიდან საქართველომდე 1კგ  ტვირთის ტრანსპორტირების ფასია 7.5$

                                        მოცულობითი წონა   

    საჰაერო გადაზიდვისას ტრანსპორტირების საფასური იანგარიშება ამანათის რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით. რა არის მოცულობითი წონა? წონის ეს ერთეული შემოღებულია იმისათვის, რომ მოხდეს მცირე ფიზიკური წონის და დიდი მოცულობის მქონე გზავნილების ტრანსპორტირების ღირებულების განსაზღვრა. 

     არსებობს მოცულობითი წონის განსაზღვრის ფორმულა: ამანათის სიგრძე (სმ) X სიგანე (სმ) X  სიმაღლე (სმ) / 6000 = მოცულობითი წონა კილოგრამებში.  

           

 

 

 

    ამანათის სიგრძე (სმ) X სიგანე (სმ) X  სიმაღლე (სმ)მოცულობითი წონა (კგ)                                                                6000

 

    თქვენ იხდით სახელმწიფო ბაჟს, თუ:

    1. ტვირთის ღირებულება აღემატება 300 ლარს;

    2. ტვირთის წონა აღემატება 30 კილოგრამს;

    3. ამანათში აღმოჩნდება ოთხი და მეტი ერთგვაროვანი ნივთი.

   იმ შემთხვევაში, თუ ერთი პიროვნების სახელზე ჩამოსული ტვირთის ღირებულება აღემატება 300 ლარს, საჭირო იქნება მისი განბაჟება. ამანათი აისახება საბაჟოს საიტზე და გატარდება როგორც დასაბეგრი, რის შემდეგაც გადმოვა ჩვენს საწყობში. ჩვენ ვბეჭდავთ განბაჟების გამარტივებულ დეკლარაციას (ფორმა 4) და გადმოგცემთ ამანათთან ერთად. თქვენ აღარ გიწევთ საბაჟოზე ან აეროპორტში მისვლა. ამანათს იღებთ ჩვენს ოფისში. განბაჟების თანხას იხდით ბენისმიერ ბანკში ერთი თვის განმავლობაში. ეს წესი შეეხება გზავნილს (ფიზიკურ და იურიდიულ სუბიექტებს), რომლის ღირებულება ინვოისის მიხედვით არ აღემატება 10 000 ლარს.  

ჩვენ უფასოდ გეხმარებით საბაჟო ფორმალობების მოგვარებაში.

 

სრულად ნახვა ...