Linex

   1. თქვენ უკვეთავთ ნივთს ინტერნეტით და აგზავნით ჩვენი საწყობის მისამართზე ჩინეთში. შიფინგის მისამართს უთითებთ შემდეგნაირად:    

 

Shipping address:

Name: თქვენი სახელი და გვარი

Address line1: Linex Company, No.134, Unit 5,Mingzhu fengzeyuan,No.18 mingzhu Rd, Shajin town, Baoan district Shenzhen city

Address Line2:  თქვენი L ნომერი (უნიკალური 5 ნიშნა კოდი) თუ მაღაზია მოითხოვს.

City: Shenzhen

State: Guangdong

Postal code: 518104

Country: China

Phone: 0086-135 5475 8640 (speak English only) and

0086-158 1856 8920 (Speak Chinese only )  

 

 

 2. საქართველოში ტვირთი ჩამოდის გამოგზავნიდან 5–7 დღეში. ამანათების გაცემა ხდება რეისის ჩამოსვლიდან მეორე დღეს

 

    3. ამანათები მფლობელებზე გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია ტრანსპორტირების ღირებულება. წონის საფასურის გადახდა წარმოებს ჩვენს საიტზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან ონლაინ გადახდის საშუალებით

1. პასუხისმგებლობები

1.1  კომპანია geo express-ი (linexs.ge)  პასუხისმგებლობები:

1.2  კომპანია geo express-ი  პასუხისმგებელია მის მიერ შემოთავაზებულ ჩინურ მისამართზე, ხელმოწერით ჩაბარებული საფოსტო გზავნილები და ამანათები გონივრულ ვადებში, იგულისხმება ჩვეულებრივ რეჟიმში (ავია რეისების შეფერხებების  გარეშე) 5 – 7 დღის განმავლობაში  გადასცეს მის კანონიერ მფლობელს დაუზიანებელ და ვარგის მდგომარეობაში.

1.3  ამერიკის  და ჩინეთის მისამართებზე ჩაბარებული ტვირთვის დაკარგვის შემთხვევაში,ოფიციალური ინვოისის და ამანათის ზედნადების  წარმოდგენის შემთხვევაში აუნაზღაუროს მის მფლობელს მისი ღირებულება და კონპენსაციის სახით მოახდინოს მომხმარებლის მიერ ხელმეორედ გამოწერილი პროდუქციის უფასო ტრანსპორტირება.

 

2.1  კომპანია  geo express-ი პასუხისმგებლობას  იხსნის:

2.2  ფორსმაჟორულ სიტუაციების, სტიქიური უბედურებების და კატასტროფების, უბედური შემთხვევების, საომარი ვითარებების, გადაულახავი ძალის მოქმედებით გამოწვეული შემთხვევების დროს.

2.3  ამანათებზე რომლებიც   ეწინააღმდეგება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობას  და საერთაშორისო ნორმებს. (იხილეთ საბაჟო პირობები)

2.4  ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მისამართზე ჩაუბარებელ ტვირთებზე.

 

3.1. მომხმარებელის პასუხისმგებლობები

3.2. მომხმარებელი პასუხისმგებელია პროდუქციის გამოწერისას დაიცვას სიზუსტე  მისამართის შევსებისას.

3.3. გადაიხადოს კომპანია geo express-ის მიერ გაწეული მომსახურების საზღაური მის პირად ოთახში დავალიანების ჩვენების ასახვიდან  არაუგვიანეს ერთი კვირისა.

3.4. პროდუქციის განბაჟების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია რეისის ჩამოსვლამდე, წინასწარ მოგვაწოდოს  პროდუქციის ინვოისი და  ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

4საბაჟო პირობები და მომსახურება

4.1  თუ ამანათი ექვემდებარება განბაჟებას,  პროდუქციის შეძენისთანავე, ელ.ფოსტაზე   linex.ge@yahoo.com გამოგვიგზავნეთ პროდუქციის ინვოისი

4.2  რეისის ჩამოსვლამდე  გამოგვიგზავნეთ ამანათის ზედნადების (თრექინგის) ნომერი.

4.3  მოგვწერეთ თქვენი სახელი გვარი , პირადობის ნომერი და ჩვენ საიტზე რეგისტრაციის ID  (L) ნომერი.

4.4  თუ ბრძანდებით იურიდიული პირი.ფირმა.კომპანია. ან  შპს -ე  მოგვწერეთ ფირმის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი და საკონტაქტო ინფორმაცია.

4.5  ჩვენ წინასწარ გავამზადებთ ყველა პირობას იმისთვის, რომ დეკლარირებული ამანათი შეუფერხებლად მიიღოთ, დროის დაკარგვის გარეშე.

4.6  საბაჟო გადასახადის დასაფარად დეკლარაციაზე ხელის მოწერიდან  გეძლევათ 20 სამუშაო დღე.

 

linex.ge-ზე  წესებზე თანხმობით და  რეგისტრაციის  გავლით თქვენ ავტომატურად ხდებით კომპანიის წევრი და სრულფასოვანი მომხმარებელი.

მადლობას გიხდით ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის,

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,

შპს “geo express-ის ადმინისტრაცია